TOPNEWS » მთავარი თემა » იმერული კულინარიული ტრადიციებისა და მრავალფეროვანი გემოების წარმოჩენა-"გემოფესტი" ქუთაისში

იმერული კულინარიული ტრადიციებისა და მრავალფეროვანი გემოების წარმოჩენა-"გემოფესტი" ქუთაისში

იმერული კულინარიული ტრადიციებისა და მრავალფეროვანი გემოების წარმოჩენა-"გემოფესტი" ქუთაისში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქუთაისში, 26-27-28 ივნისს გასტრონომიული ფესტივალი "გემოფესტი" გაიმართება, რომელიც იმერული კულინარიული ტრადიციებისა და მრავალფეროვანი გემოების წარმოჩენას ემსახურება.

 ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ იმერული სამზარეულოს გამორჩეული კერძები. აღმოაჩინონ ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება, ადგილობრივი პროდუქტები და დაესწრონ კულტურულ ღონისძიებებს.

„გემოფესტი“ აერთიანებს ადგილობრივ მეწარმეებსა და ფერმერებს, ტურისტებსა და გასტრონომიის მოყვარულებს, ქმნის განსაკუთრებულ სივრცეს გამოცდილების გაზიარებისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად.

მასპინძლობის მსურველები მიჰყევით ბმულს და დარეგისტრირდით ➡️ https://shorturl.at/b5iVs

„გემოფესტი“ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu