“ხარაგაულის მერიის სოციალური მიმართულება აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ სააღდგომოდ თითოეული საჭიროების მქონე ოჯახმა ფინანსური დახმარება მიიღოს”

ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მიმდინარე საკითხები განიხილა.
მერის თქმით, მერიის სოციალური მიმართულება აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ სააღდგომოდ თითოეული საჭიროების მქონე ოჯახმა ფინანსური დახმარება მიიღოს.
გარდა ამისა, კობა ლურსმანაშვილმა მერმა წარმომადგენლებს დაავალა, რომ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, პროექტების დროული შესყიდვა და განხორციელება მოხდეს.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ პროექტები წარმატებით დასრულდეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ყოველ წელს ერთ-ერთი პირველია პროგრამის შესრულების ვადებში და მასშტაბში, და ეს სტატუსი აუცილებელია შევინარჩუნოთ,“ - აღნიშნა მერმა.
ინფრასტრუქტურული განვითარების ახალი ეტაპი ხარაგაულში უკვე დაიწყო. კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, მუშაობა აქტიურად გრძელდება და უზრუნველყოფილია, მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა თითოეული სოფელმა განვითარება განაგრძოს.