ქუთაისელი მოსწავლეები, რომლებმაც საგანმანათლებლო პროექტში გაიმარჯვეს

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კონკურს “პორტრეტის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მოეწყო გამარჯვებული კონკურსანტების ნამუშევრების გამოფენა. კონკურსი მუზეუმის სახვითი ხელოვნების კოლექციაში დაცული ფერწერული პორტრეტებიდან გრაფიკული ასლების შექმნას გულისხმობდა. კონკურსში ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების VII-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონკურსის ჩატარება უზრუნველყო ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ განათლების განყოფილებამ (მაყვალა ქობულაძე) და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელოვნების განყოფილებამ (კურატორი ნინო სარავა).
ჟიურის მიერ გამოვლინდა სამი საუკეთესო ნამუშევარი. ასევე, მუზეუმის რჩეული და ჟიურის ,,რჩეული’’. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით:
I ადგილი - ჩხიკვაძე ნია – N3 საჯარო სკოლა
II ადგილი - ლიზი გეგეჭკორი - N10 საჯარო სკოლა
III ადგილი - ბალანჩივაძე ნატა - N1 საჯარო სკოლა
,,მუზეუმის რჩეული“ - ბარბარე მანაგაძე - N3 საჯარო სკოლა
,,მუზეუმის რჩეული“ - მარიამ გურიევა – N3 საჯარო სკოლა
,,მუზეუმის რჩეული“ - თეონა მეგენეიშვილი - N24 საჯარო სკოლა
ჟიურის რჩეული - თამარ გავაშელიშვილი - N10 საჯარო სკოლა
ჟიურის რჩეული - ჩხენკელი შოთა - N41 საჯარო სკოლა
დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ და კონკურსანტებს გამარჯვება მიულოცეს გაერთიანების მმართველმა ვაჟა ჯუღელმა და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა.
ღონისძიების ბოლოს, საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, განათლების დარგში მრავალწლიანი, პროფესიონალური და ერთგული მოღვაწეობისათვის ,,,ოქროს სიგელით" დააჯილდოვა გ. მაისურაძის სახ. სამხატვრო სკოლის დირექტორი ნიკოლოზ ბერიშვილი. სიგელი გადასცა გაერთიანების განათლების განყოფილების უფროსმა, იმერეთის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა ქობულაძემ.
ასევე, კულტურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ნიკოლოზ ბერიშვილს მადლობის სიგელი გადასცა გაერთიანების მმართველმა ვაჟა ჯუღელმა.