მერობის კანდიდატების დოსიე ტოპნიუსზე-გივი მოდებაძე

ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge გაგაცნობთ იმერეთში, მერობის კანდიდატების დოსიეებს.
გთავაზობთ ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის დოსიეს.
დაბადების თარიღი: 18.08.1977
2000 წელს წარმატებით დაამთავრა თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაქულტეტი, ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულებით.
1997 წელს მუშაობა დაიწყო დაზღვევის სახელმწიფო ფირმაში, ინსპექტორის პოზიციაზე, იმავე წელს მუშაობა გააგრძელა საქართველოს სახელმწიფო დაზღვევაში მთავარი ეკონომისტის პოზიციაზე.
1998 წელს მუშაობა გააგრძელა სოციალური უზრუნველყოფისა და დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში, ბუღალტერის პოზიციაზე.
1999 წელს სოციალური უზრუნველყოფისა და დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდში ეკონომისტის პოზიცია დაიკავა.
2000-2004 წლებში მუშაობდა დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში, ინსპექტორის პოზიციაზე.
2004-2009 წლებში დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჭიათურის რაიონული ფილიალის უფროსის პოზიციაზე იმუშავა.
2009-2013 წლებში დაკავებული იყო კერძო ბიზნესით.
2013 წლიდან 2017 წლამდე იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების უფროსი.
2017 წლის ბოლოდან 2018 წლის ოქტომბრამდე იკავებდა ჭიათურის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას.
2018 წლის ოქტომბერში გახდა ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელი.
2019 წლის 19 მაისს აირჩიეს ჭიათურის მერად.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.