8 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინიციატივით პრომეთეს მღვიმეში ინოვაციური პროექტი - ექსპერიმენტულ ინტერაქტიული ბგერითი პერფორმანსი „მოვუსმინოთ გამოქვაბულებს, ეკო-მუსიკა და ხმოვანი ოაზისები“ განხორციელდა.
პროექტში კონსერვატორიის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართული იყო ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახ. მე-2 სამუსიკო სკოლის მოსწავლეები: გიორგი დაღუნდარიძე, დავით დვალიშვილი - ფანდური (პედაგოგი: ნოშრევან ანთია); ანა ფიფია, მია მამრიკიშვილი, ბარბარე ხუჯაძე, ლუკა აფსნაძე - ვიოლინო (პედაგოგი: შორენა ზვიადაძე), დირექტორი: ნინო დოღონაძე. მოსწავლეებმა პერფომანსში შეასრულეს არა მხოლოდ პროექტისთვის დაწერილი აკუსტიკური ნაწარმოები, არამედ საკუთარი რეპერტუარის ფრაგმენტებიც.
ღონისძება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევის პროექტის „ეკომუსიკოლოგიის კვლევის მეთოდოლოგიის დანერგვა ქართული მუსიკის ეკოსისტემის შესწავლისათვის“ ფარგლებში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სამეცნიერო-კვლევით პროექტში ზ. ფალიაშვილის სახ. მე-2 სამუსიკო სკოლის მოსწავლეების დებიუტი შედგა. პროექტის ავტორებსა და სკოლის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც იგეგმება.