31 დეკემბერს ტყიბულის ქუჩებში მხიარული ავტობუსი იმოძრავებს-როგორ ხვდება ტყიბული ახალ წელს?

31 დეკემბერს ტყიბულის ქუჩებში მხიარული ავტობუსი იმოძრავებს-როგორ ხვდება ტყიბული ახალ წელს?

ტყიბულის მერია მოქალაქეებს 2024 წლის ტყიბულის ცენტრში, ერთად შეხვედრისკენ მოუწოდებს. 

მერიის ინფორმაციით, 31 დეკემბერს, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავალობაში გაიმართება.

"13:00-19:00 სთ - სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე, სანტა კლაუსი, ფიფქია და  ანიმატორები იზრუნებენ,  რომლებიც  მორთული ავტობუსით ყველა უბანს მოივლიან და ბავშვებს  საჩუქრებს დაურიგებენ.

19:00 სთ - კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. ქორეოგრაფიული ანსამბლები:  ,,ცხრაჯვარი", ,,მანდილი",  ,,დავითიანი", ,,სიჭაბუკე“, ,,ოკრიბა“, ,, ლილე“, , ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ერთა", ახალი კვარტეტი,  სოლოს შემსრულებლები: ნათია გოქაძე,  ხატია გოგელაშვილი, სესილი სოფრომაძე,  თორნიკე გოტიაშვილი, სპარტაკ ჭელიშვილი,  მარინა ბრეგაძე,  ხელოვნების სკოლასთან არსებული ანსამბლები.

22:30 სთ - ახალი წლის ღამეს ტყიბულში იმღერებს  ჯგუფი ,,არგო"  და დათო ხუჯაძე.  საზეიმო ფეიერვერკი!

მხიარული ავტობუსი ესტუმრება შემდეგ ქუჩებს:

13:00 სთ- ჯალაღანიას ქუჩა, N 29  
13:20 სთ - ჯალაღანიას ქუჩა, N 23  
13:40 სთ- დუმბაძის ქუჩა, მინი-სტადიონის მიმდებარედ 
14:00 სთ-მეშახტის ქუჩა, N 4 
14:20 სთ- რობაქიძის ქუჩა,  N 5
14:40 სთ- მე- 6 საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორია
15:00 სთ- ფორჩხიძის ქუჩა, N 7 
15:20 სთ -  სვანეთის ქუჩა, N14  
15: 40 სთ - ახობაძის  ქუჩა, N 1
15: 50 სთ -ტყვარჩელის ქუჩა,  N 26
16:20 სთ -ძველი სადგურის მიმდებარე ტერიტორია   
16:40 სთ - გამსახურდიას ქუჩა N16,  სკვერის მიმდებარე ტერიტორია 
17:00 სთ - გრიგოლ გაბრიაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია  
17:20  - გაბრიაძის ქუჩის შესახვევი  
17:40  - ბრეგვაძის ქუჩა N 5, ახალი სკვერის წინ    
18:00 სთ -მე-2 საჯარო სკოლის შესახვევი
18:20 სთ - ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია  
18:40 სთ - N 3 საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორია
19:00 სთ -კოსტავას ქუჩა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარედ,"-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები