გაიზარდა თუ არა ბუნებრივი აირის საფასური?
გაიზარდა თუ არა ბუნებრივი აირის საფასური?-აღნიშნულ კითხვას მოქალაქეები აქტიურად მას შემდეგ სვამენ, რაც აბონენტებს “სოკარ ჯორჯია”-დან გაზის გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ.
მოქალაქეთა კითხვებს ენერგოომბუდსმენის სამსახური პასუხობს, რომელიც განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა.
“გაზრდილი გადასახადი შესაძლოა უკავშირდებოდეს:
🔹 მრიცხველის არასწორად წაკითხვას
🔹 მრიცხველის ტექნიკურ დაზიანებას
🔹 ყინვისა და დიდთოვლობის გამო გაზის გაჟონვას (განსაკუთრებით კერძო სახლებში)
🔹 სხვა ინდივიდუალურ ფაქტორებს.
მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს:
✔️დაიწყება დარიცხვის სამართლებრივი შესწავლა
✔️ შეფასდება გადასახადის კანონიერება
✔️ დავის დასრულებამდე გაზის მიწოდება არ შეწყდება
მიმართეთ ოფიციალური საკომუნიკაციო არხებით:
ცხელი ხაზი: (+995 32) 2 42 01 90,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.





