იმერეთში 15-მდე ქვეყნის დელეგაციას ელოდებიან

იმერეთში 15-მდე ქვეყნის დელეგაციას ელოდებიან

22-24 აპრილს, იმერეთის რეგიონში პირველად, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეა ტარდება.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში 15-მდე ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა და ადგილზე გაეცნობა იმ კურორტებს, რომლებიც თავისი მნიშვნელობით მსოფლიო დონის კურორტებს უტოლდებიან. 

"იმერეთში გენერალური ასამბლეის ჩატარების მიზანია სამედიცინო ტურიზმის განვითარება, მხარეში არსებული მინერალური და თერმული წყლების საბადოებით დაინტერესება, საინვესტიციო წინადადებების შეთავაზება და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება.

საქართველოში იმერეთი, ერთ-ერთი რეგიონია, რომელიც ოფიციალურად არის გაწევრიანებული ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციაში.

ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ანსამბლეა წყალტუბოში გაიხსნება, ხოლო დასკვნითი კონფერენცია კურორტ საირმეში ჩატარდება,"-აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

საერთაშორისო ანსამბლეა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,კურორტების განვითარების სააგენტოს” ეგიდით იმართება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები