რეკლამა

კულტურის სამინისტრო ქუთაისში 3 პროექტს დააფინანსებს

კულტურის სამინისტრო ქუთაისში 3 პროექტს დააფინანსებს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ  კონკურსში  „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“  გამარჯვებული 9  პროექტიდან 3 ქუთაისში განხორციელდება.

"კულტურის სამინისტროს ასეთი უპრეცენდენტო მხარდაჭერა განაპირობა   სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებმა და ფორუმებმა, რომლებსაც   უკვე რამდენიმე წელია წარმატებულად მასპინძლობს ჩვენი ქალაქი. 

ქუთაისი, როგორც საფესტივალო ქალაქი, უკვე მონიშნულია მსოფლიო კულტურის რუკაზე და  ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია კულტურის სამინისტროს ასეთი თანადგომა.

 2024 წელს,   კულტურისა და სპორტის სამინისტროს  დაფინანსებით ქუთაისში გაიმართება:

 „ქარავან არტ ფორუმი, ქუთაისი 2024. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ - განმახორციელებელი ა(ა)იპ "თანამედროვე ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ასოციაცია".

 საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო - 2024“ -  განმახორციელებელი შპს კომპანია „ოქროს პეპელა“. 

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი- 2024“ -  განმახორციელებელი ა(ა)იპ „თეატრალური იმერეთი“,-აცხადებენ ქუთაისის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები