TOPNEWS » მთავარი თემა » ჩხერიმელას ხეობა შესაძლოა უბედურების ზონად იქცეს: რამ გამოიწვია ღვარცოფული პროცესების საფრთხე? - კატასტროფის სცენარი და შესაძლო ზარალი

ჩხერიმელას ხეობა შესაძლოა უბედურების ზონად იქცეს: რამ გამოიწვია ღვარცოფული პროცესების საფრთხე? - კატასტროფის სცენარი და შესაძლო ზარალი

ჩხერიმელას ხეობა შესაძლოა უბედურების ზონად იქცეს: რამ გამოიწვია ღვარცოფული პროცესების საფრთხე? - კატასტროფის სცენარი და შესაძლო ზარალი

სად შე­იძ­ლე­ბა იყოს ქვე­ყა­ნა­ში სტი­ქი­უ­რი საფრ­თხე გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რა პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მებს იღებს სა­ხელ­მწი­ფო, არის თუ არა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბი და სა­ერ­თო­დაც, პრო­ცე­სე­ბის ღა­მით გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რა დრო ექ­ნე­ბა კრი­ტი­კულ ზო­ნა­ში მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას სამ­შვი­დო­ბო­ზე გა­სას­ვლე­ლად? - შო­ვი­სა და და­რი­ა­ლის ხე­ო­ბის ტრა­გე­დი­ე­ბის შემ­დეგ, ეს კი­თხვე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან აწუ­ხებს და გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და ტი­ბე­ტი­სა და ნე­პა­ლის სა­ზღვარ­ზე დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის გამო.

ხა­რა­გა­უ­ლე­ლი სამ­თო ინ­ჟი­ნე­რი კახა კიკ­ნა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ამ­ჟა­მად გან­სა­კუთ­რე­ბით კრი­ტი­კუ­ლია ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში (კერ­ძოდ, სოფ­ლე­ბის: ღვერ­კი და ხე­მა­ღა­ლი მიმ­დე­ბა­რედ) გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი:

"ხა­რა­გა­უ­ლის ხე­ო­ბა წყალ­შემ­ცვე­ლი და სუს­ტი ქა­ნე­ბით გე­ო­ლო­გი­უ­რად ისე­დაც რთუ­ლი და დი­ნა­მი­კუ­რი ზო­ნაა. მსხვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს, რო­გო­რი­ცაა გვი­რა­ბე­ბის გაყ­ვა­ნა, ფერ­დო­ბე­ბის მოჭ­რა და მძი­მე ტექ­ნი­კის მოძ­რა­ო­ბა, ამ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბა მძი­ნა­რე მე­წყრულ კე­რებს ააქ­ტი­უ­რებს. მდგო­მა­რე­ო­ბას ამ­ძი­მებს სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლი­სა და ნა­ყა­რი გრუნ­ტის უშუ­ა­ლოდ მდი­ნა­რის ზოლ­ში ან ფერ­დო­ბე­ბის ძირ­ში დაყ­რაც. მა­გა­ლი­თის­თვის, მარ­ტო ნუ­ნი­სის ხე­ო­ბა­ში, გვი­რა­ბე­ბი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი 5 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი მი­წის, ქვი­სა და ტა­ლა­ხის მა­სით მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი 1,2 კი­ლო­მეტ­რის სიგ­რძე­ზეა ამოვ­სე­ბუ­ლი. ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ას რომ და­უს­ჯე­ლო­ბის იმე­დი არ ჰქო­ნო­და, მის მოქ­მე­დე­ბებ­ზე რომ მა­კონ­ტრო­ლებ­ლებს თვა­ლი არ და­ე­ხუ­ჭათ, გვი­რა­ბე­ბი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი მასა 60 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით უნდა გა­ე­ტა­ნათ, რად­გან უფრო ახლო მან­ძილ­ზე ამ რა­ო­დე­ნო­ბის მი­წის გან­სა­თავ­სე­ბე­ლი ად­გი­ლი ფი­ზი­კუ­რად არ არის. ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნია ასე­თი ქმე­დე­ბის­თვის 2014 წელს კი და­ა­ჯა­რი­მეს, მაგ­რამ სა­ჯა­რი­მო თან­ხა არა­ფე­რი იყო იმ მი­ლი­ო­ნებ­თან შე­და­რე­ბით, რაც გვი­რა­ბი­დან ერთ კი­ლო­მეტრში ნა­შა­ლი მა­სის დაყ­რის შე­დე­გად "მო­ტე­ხეს". ეს ჯა­რი­მაც სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე და­ი­წე­რა, თო­რემ შემ­დეგ ჯა­რი­მა­საც არა­ვინ წერ­და. ვი­მე­დოვ­ნებ, ერთ დღეს გა­მო­ი­ძი­ე­ბენ ამ ამ­ბებს და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქმე­ვა, მაგ­რამ "ერთ დღეს" გვი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე. ანა­ლო­გი­უ­რი, მაგ­რამ მცი­რე მას­შტა­ბის ნა­შა­ლის და­საყ­რე­ლი ად­გი­ლე­ბი მდი­ნა­რე ჩხე­რი­მე­ლას ხე­ო­ბა­ში 12 ად­გილ­ზეა. ამას არ უნდა უშ­ვებ­დეს სა­ხელ­მწი­ფო. კომ­პა­ნია კი, სა­და­უ­რიც არ უნდა იყოს, თუ მი­უშ­ვებ მხო­ლოდ თა­ვის სარ­გე­ბელ­ზე წავა..."

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, დიდი მო­ცუ­ლო­ბის მი­წი­სა და კლდო­ვა­ნი მა­სის ჩა­მოშ­ლის შე­დე­გად, შე­საძ­ლოა მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი ჩა­ი­კე­ტოს, წარ­მო­იქ­მნას ბუ­ნებ­რი­ვი კაშ­ხა­ლი, რომ­ლის გარ­ღვე­ვაც ხე­ო­ბა­ში კა­ტას­ტრო­ფულ ღვარ­ცო­ფულ ტალ­ღას წარ­მო­შობს. ეს კი უმ­ძი­მეს საფრ­თხეს შე­უქ­მნის და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რას. ხა­რა­გა­ულ­ში, ჩხე­რი­მე­ლას ხე­ო­ბა­ში საფრ­თხის მას­შტა­ბი იმ­დე­ნად თვალ­სა­ჩი­ნოა, რომ გა­რე­მოს დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით და­ა­დას­ტუ­რა რე­გი­ონ­ში მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­წყრულ­მა მა­სებ­მა ნა­წი­ლობ­რივ გა­და­კე­ტა კი­დეც მდი­ნა­რე ყარ­ნე­ბას ხევი. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ხა­რა­გა­უ­ლის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბით, სა­შიშ­რო­ე­ბის ზო­ნა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უსაფრ­თხო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, ვი­თა­რე­ბა მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ქვე­შაა და ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა გე­ო­ლო­გე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ამ ეტაპ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.თუმ­ცა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ აკონ­კრე­ტებს, რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ეს მო­ნი­ტო­რინ­გი. ამ დრომ­დე სა­ჯა­როდ უც­ნო­ბია, და­მონ­ტაჟ­და თუ არა ად­გილ­ზე კა­ტას­ტრო­ფის ად­რე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რი სის­ტე­მე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე ექ­სტენ­ზო­მეტ­რე­ბი, გე­ო­დე­ზი­უ­რი რე­ა­ლურ დრო­ში მო­მუ­შა­ვე სენ­სო­რე­ბი, ლო­კა­ლუ­რი ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი პოს­ტე­ბი და ხმო­ვა­ნი გან­გა­შის სის­ტე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გრუნ­ტის მცი­რე გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზეც კი იძ­ლე­ვი­ან სიგ­ნალს. ექ­სპერ­ტე­ბი ში­შო­ბენ, რომ ასე­თი რთუ­ლი ხე­ო­ბე­ბის­თვის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გამო, ნე­ბის­მი­ერ წუთს მო­სა­ლოდ­ნე­ლია კას­კა­დუ­რი კა­ტას­ტრო­ფა.

მდი­ნა­რის არ­სე­ბუ­ლი კა­ლა­პო­ტი ვერ გა­ა­ტა­რებს დიდი მო­ცუ­ლო­ბის მა­სას. და­გუ­ბე­ბუ­ლი წყლი­სა და შლა­მის ერ­თობ­ლი­ო­ბამ შე­საძ­ლოა წარ­მოქ­მნას რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლის ღვარ­ცო­ფუ­ლი ტალ­ღა, რო­მე­ლიც უზარ­მა­ზა­რი სიჩ­ქა­რით და­ეშ­ვე­ბა ხე­ო­ბა­ში და წა­ლე­კავს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს, ად­გი­ლობ­რივ გზებს, ხი­დებს, ელექტრო­გა­დამ­ცემ ხა­ზებს, ცენ­ტრა­ლურ სარ­კი­ნიგ­ზო და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლებს.

"6 წლის წინ, ამა­ვე ხე­ო­ბა­ში, ერთ პა­ტა­რა შე­ნა­კად­ზე წყა­ლი ბუ­ნებ­რი­ვად შე­კავ­და. რო­დე­საც გად­მო­ან­გრია, 3 მეტ­რი სი­მაღ­ლის ტალ­ღა წა­მო­ვი­და და ბევ­რი და­ა­ზა­რა­ლა. ახლა იქ, სა­დაც საფრ­თხე მწიფ­დე­ბა, გა­ცი­ლე­ბით დიდი მას­შტა­ბის ტალ­ღაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი", - აფრ­თხი­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბას კახა კიკ­ნა­ძე და სა­ხელ­მწი­ფოს სამ ძი­რი­თად, სა­შურ ნა­ბიჯს სთა­ვა­ზობს:

1. გა­უვ­ნებ­ლე­ბა: მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის პრე­ვენ­ცი­უ­ლი გაწ­მენ­და და დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რე­ბის/პრე­ვენ­ცი­უ­ლი არ­ხე­ბის მო­წყო­ბა.

2. ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვა: ად­რე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ხელ­სა­წყო­ე­ბის რე­ა­ლუ­რი, გამჭვირ­ვა­ლე მონ­ტა­ჟი და გა­მოც­და.

3. ევა­კუ­ა­ცი­ის გეგ­მა: მო­სახ­ლე­ო­ბას­თან სა­ინ­ფორ­მა­ციო-სას­წავ­ლო ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რე­ბი და სა­ე­ვა­კუ­ა­ციო მკა­ფიო გეგ­მის გა­წე­რა. დრო არ იც­დის. რო­დე­საც გე­ო­ლო­გე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი ღიად სა­უბ­რო­ბენ მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან დუ­მი­ლი ან ფორ­მა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ტოლ­ფა­სია. პრე­ვენ­ცია ახლა უნდა მოხ­დეს, სა­ნამ გვი­ან არ არის!" - აცხა­დებს სპე­ცი­ა­ლის­ტი.

1963 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს, იტა­ლი­ა­ში, ვა­ი­ონ­ტის კაშ­ხალ­თან, ევ­რო­პის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვი კა­ტას­ტრო­ფა დატ­რი­ალ­და. მონ­ტე ტო­კის ფერ­დო­ბი­დან 260 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი მი­წი­სა და კლდის მასა წყალ­სა­ცავ­ში ჩა­მოწ­ვა. მეგა-მე­წყერ­მა მყი­სი­ე­რად წარ­მოქ­მნა 250 მეტ­რის სი­მაღ­ლის გი­გან­ტუ­რი ტალ­ღა, რო­მე­ლიც გა­და­ევ­ლო კაშ­ხალს და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მი­წის პი­რის­გან აღ­გა­ვა ქვე­მოთ მდე­ბა­რე ხე­ო­ბა და ქა­ლა­ქი ლონ­გა­რო­ნე. ტრა­გე­დი­ას 2 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს კა­ტას­ტრო­ფა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა.1950-იან წლებ­ში იტა­ლი­ის ალ­პებ­ში, მდი­ნა­რე ვა­ი­ონ­ტის ხე­ო­ბა­ში აშენ­და იმ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კაშ­ხა­ლი (262 მეტ­რი). ხე­ო­ბა გე­ო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლი და მე­წყრუ­ლად აქ­ტი­უ­რი იყო (მთას, სა­დაც კაშ­ხა­ლი აშენ­და, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი Monte Toc--ს ეძახ­დნენ, რაც ად­გი­ლობ­რივ დი­ა­ლექ­ტზე გა­ფუ­ჭე­ბულ/მოშ­ლილ მთას ნიშ­ნავს). ტრა­გე­დი­ის დატ­რი­ა­ლე­ბამ­დე კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­გაშს ტეხ­და ედუ­არ­დო სე­მენ­ზა, ახალ­გაზ­რდა გე­ო­ლო­გი, რო­მელ­მაც დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მთის მთე­ლი ფერ­დო­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში ძვე­ლი, უზარ­მა­ზა­რი მძი­ნა­რე მე­წყე­რი იყო. მან გა­აფრ­თხი­ლა კომ­პა­ნია, რომ წყალ­სა­ცა­ვის შევ­სე­ბი­სას წყა­ლი გა­ჟო­ნავ­და ქა­ნებ­ში, შე­ამ­ცი­რებ­და ხა­ხუნს და მთე­ლი მთა ტბა­ში ჩას­რი­ალ­დე­ბო­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი ტინა მო­დი­ნო ასე­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლი კა­ტას­ტრო­ფის შე­სა­ხებ წერ­და. დაც­ვას ითხოვ­და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ხე­დავ­და, რო­გორ იბ­ზა­რე­ბო­და მიწა და ეს­მო­დათ გუ­გუ­ნი მთი­დან.ამ დროს პრობ­ლე­მის მიჩ­ქმალ­ვას ცდი­ლობ­დნენ ენერ­გო­კომ­პა­ნია SADE და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ჟურ­ნა­ლისტ ტინა მო­დი­ნოს სა­სა­მარ­თლო­შიც კი უჩივ­ლეს "სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პა­ნი­კის და­თეს­ვი­სა და ცრუ ცნო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის" (რო­მე­ლიც თურ­მე მან მო­ი­გო­ნა). კომ­პა­ნია აცხა­დებ­და, რომ "ვი­თა­რე­ბა სრუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და კონ­ტროლს" და მე­წყე­რი თუ ჩა­მოწ­ვე­ბო­და, ძა­ლი­ან ნელა და უმ­ნიშ­ვნე­ლოდ ჩას­რი­ალ­დე­ბო­და წყალ­ში. თუმ­ცა, 1963 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს, უხვი ნა­ლე­ქე­ბი­სა და წყალ­სა­ცა­ვის დო­ნის არას­წო­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის შემ­დეგ, 45 წამ­ში, მთის ფერ­დო­ბი­დან 260 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი კლდე და მიწა ჩას­რი­ალ­და წყალ­სა­ცავ­ში. მეგა-მე­წყერ­მა მყი­სი­ე­რად წარ­მოქ­მნა 250 მეტ­რის სი­მაღ­ლის ცუ­ნა­მუ­რი ტალ­ღა, რო­მელ­მაც გა­და­უ­ა­რა კაშ­ხალს (თვი­თონ კაშ­ხალ­მა გა­უძ­ლო) და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სიჩ­ქა­რით და­ეშ­ვა ვიწ­რო ხე­ო­ბა­ში.

ვა­ი­ონ­ტშიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობ­და, რომ "აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ პრო­ცესს". თუმ­ცა, ფაქ­ტია, როცა გე­ო­ლო­გი­უ­რი მასა კრი­ტი­კულ ზღვარს აღ­წევს, დაკ­ვირ­ვე­ბა ფი­ზი­კის კა­ნო­ნებს ვე­ღარ აჩე­რებს.

ნა­ყა­რი გრუნ­ტის და ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვის ფაქ­ტო­რი იქაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ბუ­ნებ­რი­ვი მე­წყე­რი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი თით­ქმის ყო­ველ­თვის ადა­მი­ა­ნის ტექ­ნო­გე­ნუ­რი ჩა­რე­ვის შე­დე­გად (წყლის და­გუ­ბე­ბა, ფერ­დო­ბის მოჭ­რა, ნარ­ჩე­ნი გრუნ­ტის დაყ­რა) ხდე­ბა.იტა­ლი­ა­შიც კა­ტას­ტრო­ფამ­დე გა­ი­ძა­ხოდ­ნენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი "კონ­ტროლ­ქვეშ იყო", კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ კი ყვე­ლა­ფერს "ფორ­სმა­ჟორს" და "უხვ ნა­ლექს" აბ­რა­ლებ­დნენ.

შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ჟინ­რე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ხმა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ტექ­ნი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბას უმ­ძი­მე­სი ფასი აქვს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu