TOPNEWS » კულტურა » ქუთაისში მხატვრული კითხვის კონკურსი-“უბელო რაშები” ჩატარდა

ქუთაისში მხატვრული კითხვის კონკურსი-“უბელო რაშები” ჩატარდა

ქუთაისში მხატვრული კითხვის კონკურსი-“უბელო რაშები” ჩატარდა

 ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის-მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, ქუთაისში, ენდი ნემსიწვერიძის სახელობის მხატვრული კითხვის კონკურსი ,,უბელო რაშები” ჩატარდა. ღონისძიებას ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა უმასპინძლა (ღონისძიების ორგანიზატორი: სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი ანა ჟღერია).

 ენდი ნემსიწვერიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ საქალაქო კონკურსში  მონაწილეობა ქუთაისის საჯარო სკოლების 80-მდე მოსწავლემ მიიღო. ჟიურის მიერ გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომელთა დაჯილდოების ცერემონია  22 დეკემბერს, 15:00 საათზე  ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართება.

(ჟიურის შემადგენლობა: გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი,  გაერთიანების მმართველის მოადგილე ელისო ქაროსანიძე, სასახლის დირექტორი მარინე მარჯანიშვილი, მადონა ჯაიანი - ენდი ნემსიწვერიძის მეუღლე, ანა ჟღერია - სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი, მარეხი გიორგაძე - რესურსცენტრის წარმომადგენელი). 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu