ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის-მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, ქუთაისში, ენდი ნემსიწვერიძის სახელობის მხატვრული კითხვის კონკურსი ,,უბელო რაშები” ჩატარდა. ღონისძიებას ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა უმასპინძლა (ღონისძიების ორგანიზატორი: სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი ანა ჟღერია).
ენდი ნემსიწვერიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ საქალაქო კონკურსში მონაწილეობა ქუთაისის საჯარო სკოლების 80-მდე მოსწავლემ მიიღო. ჟიურის მიერ გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომელთა დაჯილდოების ცერემონია 22 დეკემბერს, 15:00 საათზე ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართება.
(ჟიურის შემადგენლობა: გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი, გაერთიანების მმართველის მოადგილე ელისო ქაროსანიძე, სასახლის დირექტორი მარინე მარჯანიშვილი, მადონა ჯაიანი - ენდი ნემსიწვერიძის მეუღლე, ანა ჟღერია - სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი, მარეხი გიორგაძე - რესურსცენტრის წარმომადგენელი).