რეკლამა

საკადრო ცვლილება რაჭის გუბერნატორის ადმინისტრაციაში

საკადრო ცვლილება რაჭის გუბერნატორის ადმინისტრაციაში

საკადრო ცვლილება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიაში. 

სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ თანამშრომლებს რწმუნებულის აპარატის ახალი უფროსი წარუდგინა.

აღნიშნული პოზიცია მარიკა დვალმა დაიკავა, რომელიც ამ დრომდე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

"მარიკა დვალი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მაგისტრი მასობრივი კომუნიკაციის და მედიის განხრით. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გავლილი აქვს უნგრეთსა და დიდ ბრიტანეთში. აქვს საჯარო სექტორში მუშაობის თვრამეტწლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე. პროფესიულ დონეზე ფლობს ინგლისურ ენას.

პაპუნა მარგველიძემ  იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი თანამშრომლობა შედეგიანი იქნება სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა აპარატის ახალ ხელმძღვანელს შემდგომ საქმიანობაში,"-აცხადებენ გუბერნიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები