რეკლამა

"ცხრაჯვარი"-სალოცავი, რომელიც ტყიბულის თავზე, მთაზე მდებარეობს

"ცხრაჯვარი"-სალოცავი, რომელიც ტყიბულის თავზე, მთაზე მდებარეობს

"ცხრაჯვარი“- უნიკალური ადგილი  ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, გამორჩეული მშვენიერებითა და გასაკუთრებული მდებარეობით დასამახსოვრებელი, ნაქერალას უღელტეხილთან ახლოს ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე მდებარეობს. "ცხრაჯვარი“ კოლხეთის დაბლობის ყველა დასახლებული პუნქტიდან ჩანს, თუმცა მისი მაღალი წვერი ყველაზე ლამაზად ოკრიბის (ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია) სოფლებიდან და ქალაქ ტყიბულიდან აღიქმება, სწორედ ამ მაღალ წვერზეა წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი. 

"ცხრაჯვარი" საქართველოში ცნობილი ტურისტული ლოკაციაა, სალოცავამდე მისასვლელი 3,6 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაციამ კი, მეტად  შეუწყო ხელი  ვიზიტორების რაოდენობისა და ადგილის ცნობადობის ზრდას.  სალოცავთან მისვლა ტურისტული ბილიკის მეშვეობით შეიძლება, რომელიც კლდის ქარაფს, ხის კიბეებით მიუყვება. ბილიკი გასულ წელს მოეწყო, რამაც  მნიშვნელოვნად გაუმარტივა გზა მომლოცველებს თუ ,,ცხრაჯვარის" უნიკალური მდებარეობით დაინტერესებულ ადამიანებს.

ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს (ძველისტილით) ,,ცხრაჯვარობა“ აღინიშნება. ამ დღეს წმინდა გიორგის სახელობის სალოცავზე  უამრავი მომლოცველი მიდის, სადაც სულ ახლახანს სამლოცველო აიგო.

ნაქერალას ქედის ყველაზე მაღალი ადგილიდან,  დასავლეთ საქართველოს ულამაზესი ხედები მოსჩანს, მზიან ამინდში კი, კოლხეთის დაბლობი, შავი ზღვა და კავკასიონის მუდამ თოვლიანი მწვერვალები. შეუძლბელია გქონდეს ბედნიერება ერთხელ მაინც ეზიარო ამ ღვთიურ სილამაზეს  და წარუშლელი შთაბეჭდილებების ქვეშ არ აღმოჩნდე.  არ გინდოდეს ყველას უამბო ამის შესახებ ,თუმცა ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა თვალით ნანახის, განცდილი ემოციების თუ შეგრძნებების აღწერა და სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.


ტეგები:

Facebook - კომენტარები