TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად მიწა ჩამოიშალა

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად მიწა ჩამოიშალა

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად მიწა ჩამოიშალა

18 დეკემბერს, ინტენსიურად მოსულმა ნალექმა ქუთაისის მუნიციპალიტეტში  რამდენიმე უბანზე თანმდევი პროცესები გამოიწვია.  ძლიერი წვიმის გამო მიწა ჩამოიშალა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, დაიტბორა საავტომობილო გზები, სასტუმრო " მაგნოლია".

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  და "სპეციალური სერვისების” წარმომადგენლები დილიდანვე მუშაობენ დაზიანებულ უბანზე.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების  მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული  ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.


შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული, რათა  საჭიროების შემთხვევაში, დახმარება აღმოუჩინონ მოსახლეობას.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu