რეკლამა

"დიდი სიფრთხილით, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისაკენ"

"დიდი სიფრთხილით, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისაკენ"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანალიზს აქვეყნებს. 

"მსოფლიოს ყოველთვის მართავდნენ და დღესაც მართავენ იმპერიები. დღეს უპირობო ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია,  ასევე, არიან ლოკალური ლიდერებიც: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, თურქეთი და სხვა, ყველა საკუთარი მიზნებით.

ჯერ კიდევ 5 წლის წინ ამერიკა რასაც იტყოდა ის სრულდებოდა ყველა მიმართულებით, დღეს "ხელთათმანი ესროლეს ამერიკას" და აღარ ემორჩილებიან: 
- სრულად - რუსეთი, ირანი, ჩინეთი; 
- ნაწილობრივ - თურქეთი, საუდის არაბეთი, სრულად მუსულმანური სამყარო, ინდოეთი (არ უერთდებიან სანქციებს, ვაჭრობენ რუსულ და ჩინურ ვალუტებში და სხვა).
ხოლო დანარჩენი მსოფლიო ელოდება თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა მოხდება! 
დიდი ალბათობით მომავალში მსოფლიოში გაჩნდება 2-3 გადაწყვეტილების მიმღები პოლუსი. ამერიკა, როგორც ადრე ყველა იმპერია იბრძოლებს ბოლომდე. 

ამ ფონზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უკრაინას, რუსეთის შეჭრის შემდეგ ,თუ ვინ მოიგებს ომს?
 რუსეთი და მის უკან მდგომი ჩინეთ - ირანი, თუ ამერიკა და დასავლეთი (ევროპას აქვს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა, მაგრამ საერთოდ არა აქვს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა, რაც ამერიკისათვის არის გადაცემული).  
 ყველა ამას შეჰყურებს, ვინ დათმობს. თუ კი ამერიკამ დათმო, მისი უმთავრესი იარაღი დოლარი საფრთხის ქვეშ დადგება (მოწინააღმდეგე სამეული ახალი საგადახდო საშუალების შექმნას დაიწყებს, რაც გაჟღერებული აქვთ), რაც ძალიან საშიშია, სწორედ ამიტომაც ამ ფონზე მართლაც ვაჟკაცი გმირი უკრაინელი ხალხი ნაკლებად აინტერესებთ ორივე მხარეს, როგორც ითქვა ბრძოლა იქნება ბოლო უკრაინელამდე. 

 აქვე გამოიკვეთა, რომ დასავლეთს რუსეთის სწრაფი წაგების ეშინია, რათა არ გამოიყენოს ატომური იარაღი (ყველაზე დიდი მარაგი ამერიკას და რუსეთს აქვს, რუსეთს ცოტათი მეტიც), მდიდარი ქვეყნებისათვის ეს განსაკუთრებით დაუშვებელია, ეშინიათ. 

თუ რუსეთზე გამარჯვება სურთ, უკრაინას უნდა გადასცენ არა 2-3  საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პეტრიოტი“,  რამდენიმე ათეული "ჰაიმარსი", "აბრამსი", "ლეოპარდი", შორი მოქმედების რაკეტა "ატაკამსი" და რამდენიმე თვითმფრინავი, არამედ, 1000 "ჰაიმარსი", ათასობით "აბრამსი", "ლეოპარდი" და "ატაკამსი", ასეულობით და ათასობით თვითმფრინავი F-15 და F-16 (რომელიც მოძველებულია,  ამერიკას უკვე აქვს თანამედროვე თაობის F 35 და სხვა თვითმფრინავები დიდი რაოდენობით), ასევე, ასეულობით თავდაცვის სისტემა "პეტრიოტი", რომ წარმოიდგინოთ საბჭოთა კავშირის დროს უკრაინაში იდგა 1000-მდე მაშინდელი თანამედროვე თავდაცვის სისტემა S-300. ასეთ შემთხვევაში უკრაინა მოიგებს ომს, მაგრამ ომი მიდის არა მოგებისთვის, არამედ რუსეთის გამოფიტვისთვის, რასაც ეწირება უკრაინა. ვნახოთ რა იქნება!

რუსეთმა ოფიციალურად თავდაცვის ხარჯები ბიუჯეტის 30%-მდე აიყვანა (რეალურად ალბათ უფრო მეტია). უჭირს, თუმცა 4%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს. 

რაც შეგვეხება ჩვენ, რომლებსაც გულწრფელად ყველას გვინდა დასავლეთში, "სახიფათო დრო" დაგვიდგა  მოლდოვა-უკრაინასთან ერთად, რადგან დასავლეთის მხარდაჭერისა და სურვილის მიუხედავად მიგვიღონ თავისთან, ეს ახლა მეორეხარისხოვანია, უპირველესია ამერიკისათვის ლიდერობის შენარჩუნება (რასაც ძალიან დიდი ფასი აქვს). ამისათვის, მათ სჭირდებათ არა ეროვნული, არამედ უპირობო შემსრულებელი მთავრობა .როგორიც ზელენსკი, სანდუ ან სააკაშვილი იყო. იციან, რომ ჩვენ მყარი დასავლური პოზიცია გვაქვს  (პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიაში მიღებული განათლებით, ყოფილი პრემიერი საფრანგეთში), მაგრამ ურჩევნიათ უპირობო შემსრულებლები, რომლებიც ქვეყნის კი არა სხვის ინტერესებს გაატარებენ და ცეცხლის რკალს შექმნიან რუსეთის საზღვარზე. ამისათვის, იყენებენ ფერად რევოლუციებს, რომელიც დეგოლის გადაყენებით დაიწყო და დღესაც გრძელდება, მათ შორის, საქართველოშიც. ამ ბოლო პერიოდში ბევრგან აღარ გამოუვიდათ და არ გამოუვათ აქაც! ჩვეთან უკვე იყო ერთი ფერადი რევოლუცია და ხალხმა ყველაფერი იცის.

ამასთან, დიდი ცვლილებები ხდება დასავლეთში, ევროპარლამენტის და  წამყვან ქვეყნებში არჩევნები, ივლისიდან ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი ხდება და რაც მთავარია ამერიკის არჩევნები. 

როგორც იქნა წელში გავიმართეთ, ეკონომიკა სწრაფად იზრდება (იზრდება პენსიები, ხელფასები, ინფრასტრუქტურა), ლარი და ინფლაცია სტაბილურია, არის მშვიდობა და დიდი პერსპექტივები, განსაკუთრებით "შუა დერეფანის", ამიტომ დიდი სიფრთხილით, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისაკენ,"-ამბობს პაატა კვიჟინაძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები