TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მერის მოადგილე დავით დევდარიანი ესწრებოდა.
თათბირის ძირითადი თემა სოციალური დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ პირებზე მონიტორინგის გაძლიერება და პროცესების ეფექტურად მართვა იყო. ვარლამ ჭიპაშვილმა დეტალურად განიხილა თითოეული სოფლის მდგომარეობა, ახალი ბენეფიციარების ჩართვის საკითხი და პროგრამის საერთო სურათი.
მერის წარმომადგენლებს დაევალათ მოსახლეობის ინფორმირება და მოქალაქეთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება სოციალურ პაკეტეპთან დაკავშირებით.
ხარაგაულში სოციალური დასაქმების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. პირველმა მოადგილემ თათბირზე პროგრამის ტექნიკური დეტალებიც განიხილა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.





