TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის სპორტის სასახლეში პროფესიულ კრივში მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლა გაიმართება

ქუთაისის სპორტის სასახლეში პროფესიულ კრივში მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლა გაიმართება

ქუთაისის სპორტის სასახლეში პროფესიულ კრივში მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლა გაიმართება

 ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,  საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. 

კავშირის პრეზიდენტმა მსოფლიოს ჩემპიონმა კრივში გიორგი კანდელაკმა და თბილისის საკრებულოს წევრმა, პროფესიონალური კრივის კავშირის ვიცე - პრეზიდენტმა ვიტალი ონიანმა ქუთაისში დაგეგმილი მაღალი რანგის შეხვედრაზე ისაუბრეს. 

27 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლა გაიმართება პროფესიულ კრივში, რომელშიც  საერთაშორისოდ აღიარებული უცხოელი სპორტსმენებიც მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი ქუთაისის მერია იქნება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu