რეკლამა

არასრულწლოვანზე იძულების ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსს ბრალს დღეს წარუდგენენ

არასრულწლოვანზე იძულების ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსს ბრალს დღეს წარუდგენენ

"ევროპული საქართველო"-ს ვანის ორგანიზაციის ლიდერს კობა ძაგნიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ძაგნიძე სამართალდამცავებმა ვანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ორი დღის წინ დააკავეს. 

გამოძიება მას არასრულწლოვანი გოგოს მიმართ იძულებას ედავება. 

არსებული ინფორმაციით, კობა ძაგნიძემ არასრულწლოვანი გოგონა მანქანაში ჩაისვა, მას სექსუალური  ხასიათის შეკითხვები დაუსვა და ტელეფონის ნომერი სთხოვა. ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ, გოგონამ დახმარებისთვის სამართალდამცავებს მიმართა. 

კანონმდებლობის თანახმად, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.



ტეგები:

Facebook - კომენტარები