TOPNEWS » მთავარი თემა » საჩხერეში ჯერ კიდევ გაუნათებელი საახალწლო მოწყობილობები დააზიანეს

საჩხერეში ჯერ კიდევ გაუნათებელი საახალწლო მოწყობილობები დააზიანეს

საჩხერეში ჯერ კიდევ გაუნათებელი საახალწლო მოწყობილობები დააზიანეს

საჩხერის მერია მოსახლეობას მიმართავს. მერიის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა.

"ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ირთვება ქალაქი  და მონტაჟდება ილუმინაციები, მაგრამ სამწუხაროდ, ადგილი აქვს ვანდალურ ფაქტებს. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჯერ კიდევ გაუნათებელი მოწყობილებები დააზიანეს. მოგმართავთ თხოვნით, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და გავუფრთხილდეთ საერთო სარგებლობის სივრცეს. 

გარდა ამისა, საჩხერეში, თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეთ გამწვანებულ ქუჩას. მოსახლეობის კუთვნილი პირუტყვის უმეთვალყურეოდ გაშვებასთან დაკავშირებით განხორციელდება საჯარიმო სანქციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად,"-აცხადებენ მერიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu