ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მეორე/ 7 კლასის მოსწავლეები დღეს საგაკვეთილო პროცესს არ დაესწრებიან-ინფორმაციას ამის შესახებ მშობელი თამარ რიჟამაძე ავრცელებს.
“ეს არის ჩვენი, მშობელთა საერთო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს გარუსების მცდელობას ვაპროტესტებთ! (იმედი გვაქვს,მცდელობა მხოლოდ მცდელობად დარჩება).
არ გვინდა ჩვენმა შვილებმა რუსეთში იცხოვრონ. ჩვენ ჩვენი ბავშვებისა და საერთოდ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის ევროპული მომავალი გვინდა!
აქვე ვადასტურებთ, რომ ჩვენი პროტესტი არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და არ აღიქმება რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერად.
კი ევროპას, არა რუსეთს!
პ.ს. პროტესტი ამ ეტაპზე ერთჯერად და გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებს,”-წერს თამარ რიჟამაძე.
ცნობისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების" იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები შეჩერდა.