TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში მცხოვრები უკრაინელი ოჯახების პირველკლასელებს სასკოლო ჩანთები და ნივთები საჩუქრად გადასცეს

ქუთაისში მცხოვრები უკრაინელი ოჯახების პირველკლასელებს სასკოლო ჩანთები და ნივთები საჩუქრად გადასცეს

ქუთაისში მცხოვრები უკრაინელი ოჯახების  პირველკლასელებს სასკოლო ჩანთები და ნივთები საჩუქრად გადასცეს

ქუთაისის საპატიო მოქალაქეთა ფონდმა ქუთაისში  მცხოვრები უკრაინელი ოჯახების  პირველკლასელებს სასკოლო ჩანთები და ნივთები გადასცა საჩუქრად.

ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო საჩუქარი მიიღეს ქუთაისელმა სოციალურად დაუცველი ოჯახების  შვილებმაც. 

პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა. 

"დღეს, ქუთაისის საპატიო მოქალაქეთა ფონდთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცეთ  ჩვენი უკრაინელი მეგობრების  და სოციალურად დაუცველი ოჯახების  პირველკლასელებს. ბავშვებს სასკოლო საჩუქრები გადავეცით.  

მშვიდობიან სამყაროში  ცხოვრებას და სწავლას ვუსურვებ ყველა ბავშვს!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu