10 ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს რუსული ავიაკომპანია Redwing-სი იწყებს. ავიაკომპანია მოსკოვიდან ქუთაისში პირველ ფრენას გვიან ღამით შეასრულებს.
რუსეთიდან დაწყებული ფრენების გასაპროტესტებლად ემზადება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
მათი თქმით, აღნიშნული ავიაკომპანია სანქცირებულია დასავლეთის მიერ. ასევე, კომპანიას აფხაზეთი დამოუკიდებელ სახემწიფოდ ყავს მითითებული მათ საიტზე.
"პირველ რეისს 10 ივლისს, 23:00 მიიღებს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისისი საერთაშორისო აეროპორტი, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია რომ აღნიშნული საკითხი ცდება ეკონომიკურ და ტურისტულ საკითხებს და პირდაპირ უკავშირდება, ოკუპანტ ქვეყანასთან ხელისუფლების მიერ ღიად თანამშრომლობას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მობრძანდით და გამოხატეთ საკუთარი პროტესტი 10 ივლისს 22:00 სთ-ზე,"-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.