TOPNEWS » მთავარი თემა » ლაშა ტალახაძეს საჩხერის მერიამ ფულადი ჯილდო გადასცა

ლაშა ტალახაძეს საჩხერის მერიამ ფულადი ჯილდო გადასცა

ლაშა ტალახაძეს საჩხერის მერიამ ფულადი ჯილდო გადასცა

საჩხერეში, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს, პარიზის ოლიმპიადის პრიზიორებთან ერთად საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. 

ოლიმპიელებს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, საჩხერის მერმა ლევან ივანაშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში პაატა კვიჟინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ. 

3 გზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით გადაეცა თანხა. ასევე, საჩუქრები გადაეცა პარიზის ოლიმპიადის მონაწილე სხვა ოლიმპიელებსაც.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, მომღერალმა ანრი ჯოხაძემ მუსიკალური ნომრები შეასრულა.

ღონისძიება  სასცენო ეფექტებითა და ფოიერვერკით დასრულდა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu