TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი დიოგო კოსტა კუნა სალექციო კურსს წაიკითხავს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი დიოგო კოსტა კუნა სალექციო კურსს წაიკითხავს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი დიოგო კოსტა კუნა სალექციო კურსს წაიკითხავს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, KIU-ში სალექციო კურსს - „ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაცია და ტექნოლოგიის გადაცემა“ – ახალი სემესტრიდან გაუძღვება სამაგისტრო პროგრამის თანაავტორი და WIPO-ს მოწვეული ექსპერტი, სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CEIPI) პროფესორი, დიოგო კოსტა კუნა.

KIU-ში გამართულ შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლებმა და პროფესორმა დიოგო კოსტა კუნამ განიხილეს ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების სფეროში ძლიერი აკადემიური სკოლის ჩამოყალიბების პერსპექტივები.

ერთწლიანი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ რეგიონში უნიკალური საგანმანათლებლო ინიციატივაა. მისი მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

პროგრამა მოიცავს როგორც საკანონმდებლო ბაზის, ასევე ბიზნესის მართვის სტრატეგიების შესწავლას. კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტში.

სასწავლო პროცესს ქართველ სპეციალისტებთან ერთად უძღვებიან WIPO-ს აკადემიის მიერ შერჩეული მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი პროფესორები, რაც უზრუნველყოფს სწავლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობასა და გლობალური პრაქტიკის ინტეგრაციას.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu