რეკლამა

ტყიბულის ცენტრში ტაძარი აშენდება

ტყიბულის ცენტრში ტაძარი აშენდება

ტყიბულის ცენტრში, ოკრიბის სამების სახელობის საკათედრო ტაძარი აიგება, რომლის მშენებლობა შემოწირულობებით განხორციელდება. 

აღნიშნულთან  დაკავშირებით,  ფონდის დაფუძნების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ჩერქეზიშვილთან ერთად,   საქართველოს პარლამენტის წევრი,  ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ბეჟან წაქაძე, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი (შალამბერიძე), საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, სასულიერო პირები, თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ. 

ფონდის დაფუძნების დოკუმენტს ხელი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სკვერში მოეწერა, სადაც ახალი ტაძრის მშენებლობა იგეგმება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები