TOPNEWS » მთავარი თემა » გიორგი გახარიას პარტიას პარლამენტში 13 დეპუტატი ეყოლება

გიორგი გახარიას პარტიას პარლამენტში 13 დეპუტატი ეყოლება

გიორგი გახარიას პარტიას პარლამენტში 13 დეპუტატი ეყოლება

გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის  პარლამენტში 13 დეპუტატს შეიყვანს. 

  1. გი­ორ­გი გა­ხა­რია - ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი;
  2. ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი - შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი;
  3. დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლი - პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი;
  4. კა­ხა­ბერ ქე­მოკ­ლი­ძე - უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტი;
  5. ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი - პო­ლი­ტი­კო­სი
  6. ზაზა თა­ვა­ძე - სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე;
  7. ანა ბუ­ჩუ­კუ­რი - პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი;
  8. ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვა - იუ­რის­ტი
  9. როინ ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი - 2021 წლი­დან პარ­ტი­ის, „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რი;
  10. ბექა ლი­ლუ­აშ­ვი­ლი - პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი;
  11. თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია - პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი;
  12. ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი - პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი.

ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხა­დე­ბი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს მე-10 დღი­სა უნდა გა­ი­მარ­თოს. პირ­ველ სხდო­მას პრე­ზი­დენ­ტი და­ნიშ­ნავს.

თა­ვის მხრივ, 21 ნო­ემ­ბე­რია ის ბოლო თა­რი­ღი (არ­ჩევ­ნე­ბი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 26-ე დღი­სა), რო­დე­საც ცეს­კომ სა­ოლ­ქო და სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ოქ­მე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი უნდა შე­ა­ჯა­მოს და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქმი გა­მო­აქ­ვეყ­ნოს.

ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე უარს ამ­ბო­ბენ.

"არ ვა­პი­რებთ ამ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას, ჩათ­ვა­ლეთ, სი­ე­ბი არ არ­სე­ბობს!" - ასე­თი ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბის პო­ზი­ცია.

  • უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბა და ბო­ი­კო­ტი

კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით: “პარ­ლა­მენ­ტი პირ­ველ სხდო­მა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია შე­უდ­გეს მუ­შა­ო­ბას, თუ სხდო­მას ეს­წრე­ბა პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა. პარ­ლა­მენ­ტი სრულ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას იძენს პარ­ლა­მენ­ტის წევრთა ორი მე­სა­მე­დის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბის მო­მენ­ტი­დან.

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე გან­მარ­ტავს:

"1. პარ­ლა­მენ­ტი მუ­შა­ო­ბას და­ი­წყებს თუ დარ­ბაზ­ში იქ­ნე­ბა 76 დე­პუ­ტა­ტი (ცეს­კოს მი­ხედ­ვით ოც­ნე­ბას 89 ყავს);

2. ამ 76-მა უნდა თქვას, რომ 150-დან სულ ცოტა, 100 დე­პუ­ტა­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ცნობს. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს და­ნარ­ჩე­ნებს სურს თუ არა ცნონ მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.

ამას უდევს მარ­ტი­ვი პრინ­ცი­პი სა­ფუძ­ვლად: უმ­ცი­რე­სო­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბას ვერ გა­და­უ­წყვეტს იფუნ­ქცი­ო­ნი­როს თუ არა".

  • სი­ე­ბის ჩახ­სნა

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე ამ­ბობს, რომ ოპო­ზი­ცია სი­ებს პარ­ლა­მენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბამ­დე ვერ ჩახ­სნის.

კა­ნო­ნით სი­ე­ბის ჩახ­სნა შე­საძ­ლე­ბე­ლია

(1) არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ან

(2) პარ­ლა­მენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბის შემ­დეგ.პირ­ვე­ლი ვადა გა­სუ­ლია, რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ლა­მენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბას.

ეს ნიშ­ნავს, რომ პარ­ლა­მენ­ტი იწყებს მუ­შა­ო­ბას, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი უკვე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი არი­ან და მხო­ლოდ სიის ის წევ­რე­ბი შე­უძ­ლი­ათ ჩახ­სნან, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტში ვერ შე­ვიდ­ნენ.აქვე ერთი რჩე­ვა: ავ­ტო­რი­ტა­რულ სის­ტე­მა­ში კა­ნო­ნი არ კა­ნო­ნობს და ლე­გა­ლურ არ­გუ­მენ­ტებს ნუ ეძებთ.

სი­ე­ბის ჩახ­სნის თე­მას გუ­შინ უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და თქვა, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ახლა სი­ე­ბის ჩახ­სნა არ შე­იძ­ლე­ბა.

"მათ [ოპო­ზი­ცი­ამ] კა­ნო­ნის კი­თხვა, ან არ იცი­ან ან მავ­ნებ­ლე­ბი არი­ან. ჩვენ უნდა გან­ვმარ­ტოთ. მათი თქმით, 100 მან­და­ტია სა­ჭი­რო ლე­გი­ტი­მა­ცი­ის­თვის. არა, 2/3-ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა უმ­რავ­ლე­სო­ბით, ანუ 2/3-მა კი არა 2/3-ის. აი, აქ იტყუ­ე­ბი­ან. კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რო, რომ მი­ნი­მუმ 2/3-ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უნდა ცნოს პარ­ლა­მენ­ტმა ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით, ანუ 76 მან­და­ტი საკ­მა­რი­სია. 2/3-ის კი არა ყვე­ლას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ვცნობთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად. რაც შე­ე­ხე­ბა სი­ე­ბის ჩახ­სნას, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ახლა სი­ე­ბის ჩახ­სნა არ შე­იძ­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მდი­ნა­რა­ძემ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu