TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურელ მაღაროელებს დამსაქმებელი კომპანია დავალიანებას 2 კვირის ვადაში დაუფარავს

ჭიათურელ მაღაროელებს დამსაქმებელი კომპანია დავალიანებას 2 კვირის ვადაში დაუფარავს

ჭიათურელ მაღაროელებს დამსაქმებელი კომპანია დავალიანებას 2 კვირის ვადაში დაუფარავს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს,  ირაკლი პეტრიაშვილს, გაერთიანების წარმომადგენლებს, კომპანია - CMC-ის დირექტორს, მიხეილ სოცკისა და CMC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ხონელიას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე პროფკავშირების მიერ დაყენებული, ჭიათურაში სამუშაო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებული, მაღაროელებისთვის  მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.?

“მხარეები, ამ ეტაპზე შეთანხმდნენ, რომ

ჭიათურაში ოპერირებადი კომპანიები გაერთიანდება ერთი კომპანიის - შპს „ჭიათურ მენეჯმენტ კომპანის“ ქვეშ და შესაბამისად, ფუნქციონირებას განაგრძობს მითითებული ერთი კომპანია.

იმ შემთხვევაში, თუ  სამუშაო პროცესის აღდგენამდე კომპანიებში დასაქმებულ პირთა გარკვეული ნაწილი, სამუშაო პროცესის აღდგენის შემდგომ, ვეღარ დასაქმდება კომპანიაში ან დასაქმდებიან იმ ორგანიზაციაში, რომელსაც გადაეცა კონკრეტული სამუშაოს შესრულების ვალდებულება (მაგ. დასუფთავების სამსახური), მათ მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ გადამზადება კომპანიაში არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციებზე დასაქმების მიზნით. აღნიშნულ პროცესში სრულად იქნება ჩართული პროფკავშირი.

კომპანიამ აიღო ვალდებულება 2 კვირის ვადაში დაფაროს დავალიანება, რომელიც წარმოეშვა კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული სოციალური ბენეფიტების გაუცემლობის გამო (ბენეფიტები გათვალისწინებული შვილის შეძენის შემთხვევაში, მაღაროელთა დღე და სხვა).

კომპანიაში შემუშავებული შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი დოკუმენტები მათ დამტკიცებამდე შეთანხმებულ იქნას პროფკავშირთან.                                                                    

სადაზღვევო პაკეტი იქნება შენარჩუნებული, მათ შორის, გათავისუფლებული თანამშრომლებისთვისაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში),”-აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu