გახარია - საქართველოსთვის პარლამენტში 13 დეპუტატს შეიყვანს.
- გიორგი გახარია - ყოფილი პრემიერ-მინისტრი;
- ნათია მეზვრიშვილი - შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი პროკურორი;
- დიმიტრი ცქიტიშვილი - პარლამენტის ყოფილი წევრი;
- კახაბერ ქემოკლიძე - უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი;
- ზვიად ძიძიგური - პოლიტიკოსი
- ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
- ანა ბუჩუკური - პარლამენტის წევრი;
- ბერდია სიჭინავა - იურისტი
- როინ ქოჩორაშვილი - 2021 წლიდან პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი;
- ბექა ლილუაშვილი - პარლამენტის წევრი;
- თეონა აქუბარდია - პარლამენტის წევრი;
- ლევან გოგიჩაიშვილი - პარლამენტის ყოფილი წევრი.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა გაიმართოს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს.
თავის მხრივ, 21 ნოემბერია ის ბოლო თარიღი (არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა), როდესაც ცესკომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს და შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნოს.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.
"არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, ჩათვალეთ, სიები არ არსებობს!" - ასეთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოზიცია.
- უფლებამოსილების ცნობა და ბოიკოტი
კონსტიტუციის მიხედვით: “პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს:
"1. პარლამენტი მუშაობას დაიწყებს თუ დარბაზში იქნება 76 დეპუტატი (ცესკოს მიხედვით ოცნებას 89 ყავს);
2. ამ 76-მა უნდა თქვას, რომ 150-დან სულ ცოტა, 100 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. მნიშვნელობა არ აქვს დანარჩენებს სურს თუ არა ცნონ მისი უფლებამოსილება.
ამას უდევს მარტივი პრინციპი საფუძვლად: უმცირესობა უმრავლესობას ვერ გადაუწყვეტს იფუნქციონიროს თუ არა".
- სიების ჩახსნა
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ოპოზიცია სიებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ვერ ჩახსნის.
კანონით სიების ჩახსნა შესაძლებელია
(1) არჩევნებამდე ან
(2) პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ.პირველი ვადა გასულია, რაც შეეხება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას.
ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი იწყებს მუშაობას, ოპოზიციონერი დეპუტატები უკვე პარლამენტის წევრები არიან და მხოლოდ სიის ის წევრები შეუძლიათ ჩახსნან, რომლებიც პარლამენტში ვერ შევიდნენ.აქვე ერთი რჩევა: ავტორიტარულ სისტემაში კანონი არ კანონობს და ლეგალურ არგუმენტებს ნუ ეძებთ.
სიების ჩახსნის თემას გუშინ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ახლა სიების ჩახსნა არ შეიძლება.
"მათ [ოპოზიციამ] კანონის კითხვა, ან არ იციან ან მავნებლები არიან. ჩვენ უნდა განვმარტოთ. მათი თქმით, 100 მანდატია საჭირო ლეგიტიმაციისთვის. არა, 2/3-ის უფლებამოსილების ცნობა უნდა განახორციელოს პარლამენტმა უმრავლესობით, ანუ 2/3-მა კი არა 2/3-ის. აი, აქ იტყუებიან. კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მინიმუმ 2/3-ის უფლებამოსილება უნდა ცნოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, ანუ 76 მანდატი საკმარისია. 2/3-ის კი არა ყველას უფლებამოსილებას ვცნობთ, აბსოლუტურად. რაც შეეხება სიების ჩახსნას, კანონმდებლობის მიხედვით, ახლა სიების ჩახსნა არ შეიძლება", - აღნიშნა მდინარაძემ.