რეკლამა

ქუთაისის მერია ბლოგების კონკურსს აცხადებს

ქუთაისის მერია ბლოგების კონკურსს აცხადებს


ა(ა)იპ ,,ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება"  და სსიპ ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი აცხადებს  საგანმანათლებლო ბლოგების კონკურსს (თემა  თავისუფალი). პროექტის ავტორია გაერთიანების განათლების განყოფილების უფროსი მაყვალა ქობულაძე.

კონკურსის მიზანია მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, მოკვლეული მრავალფეროვანი აქტივობებით ლიდერების აღმოჩენა, ინიციატივების წახალისება და მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად.

ბლოგების კონკურსი 2014 წლიდან ტარდება. კონკურსის ფარგლებში გამოიცა ორი წიგნი: ,,ჩემი სკოლის მატიანე“ და ,,გაიცანით ჩემი ქალაქი“. წიგნები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს  გაერთიანების განათლების  განყოფილება და ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი.

wsკონკურსში მონაწილეობას ღებულობენ ქალაქ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლები და კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების საგანმანათლებლო ფილიალები.

მონაწილეებს ბლოგების მოსამზადებელი დრო განესაზღვრებათ 2024 წლის 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.

მ/წლის 20დეკემბერს დროებითი კომისიის მიერ მოხდება გამარჯვებული სკოლების  გამოვლენა და დაჯილდოება.

მოსწავლეები მოიკვლევენ თავისუფალ თემაზე მათთვის საინტერესო თემატიკას, ჩამოაყალიბებენ საკუთარ ხედვას და მოძიებულ ინფორმაციას წარმოადგენენ ბლოგის სახით.  თითოეული სკოლა წარმოადგენს ერთ ნამუშევარს.
 
დებულება,  დეტალური ინფორმაცია და კრიტერიუმები ქალაქ ქუთაისის ყველა საჯარო და კერძო სკოლას და კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების საგანმანათლებლო ფილიალებს ელექტრონულად მიეწოდება.

კონკურსზე, ბლოგების ავტორები თავად გააკეთებენ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას, რის საფუძველზეც, კომისიის მიერ გამოვლინდებიან  გამარჯვებულები. 

I-II–III ადგილზე გასული სკოლები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიით, ფასიანი საჩუქრებით  და დიპლომებით.  ასევე, დაჯილდოვდება კომისიის რჩეული სამი სკოლა.

მმართველის ბრძანებით შექმნილი დროებითი კომისია კონკურსში წარმოდგენილ ბლოგებს შეისწავლის კრიტერიუმების მიხედვით:  დიზაინი და სტრუქტურა, ბლოგზე  განთავსებული ჩანაწერების შინაარსი და ხარისხი, გაფორმება შესაბამისი ფოტო-მასალით,  მოსწავლეთა ინდივიდუალიზმი, გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა.   განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ავტორების მიერ სტატიებისა და ფოტო-მასალის გამოქვეყნებისას საავტორო უფლებების დაცვას. ბლოგზე განთავსებული ჩანაწერები გაკეთებული უნდა იყოს ქართული შრიფტით.


ტეგები:

Facebook - კომენტარები