TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში ხანძთელის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება
ქუთაისში ხანძთელის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია და პარლამენტის წევრი ზაზა ლომინაძე ხანძთელის ქუჩაზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
ხანძთელის ქუჩაზე მოეწყო გზის საფარი, სანიაღვრე სისტემა,კეთდება ტროტუარი და ბორდიურები.
აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 443 085 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.





