რეკლამა

ახალი გზის გახსნის შემდეგ, რა ბედი ეწევათ მოვაჭრეებს, რომლებიც რიკოთზე არიან დასაქმებული?

ახალი გზის გახსნის შემდეგ, რა ბედი ეწევათ მოვაჭრეებს, რომლებიც რიკოთზე არიან დასაქმებული?

ხელისუფლება რიკოთის მაგისტრალზე მყოფი მოვაჭრეებისათვის ახალ სავაჭრო სივრცეს მოაწყობს.

როგორც ცნობილი ხდება, ალტერნატიული სავაჭრო სივრცე სოფელ საქასრიაში, დაახლოებით  3 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხარაგაულის მერი საავტომობილო გზების წარმომადგენლებთან ერთად, ხევის, ხუნევის და  ბორითის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსახლეობა  გარე ვაჭრობისთვის შერჩეული ალტერნატიული სივრცის პრეზენტაცია წარუდგინეს. 

კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, ალტერნატიული სივრცე ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება მოწყობილი, სადაც მოვაჭრეთათვის დაახლოებით 45 ადგილი იქნება გათვალისწინებული. ობიექტს ექნება სველი წერტილები, დასასვენებელი სივრცე, პარკინგი, კომუნიკაციები (წყალი და დენი).

"სავაჭრო და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობის დეტალურ პროექტში გათვალისწინებული იქნება რეგიონის კულტურულ ღირებულებები, რეგიონში გავრცელებული ტრადიციები ვაჭრობის კუთხით და რეგიონის ლანდშაფტი.  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტენდერი გამოცხადებულია და გამარჯვებული კომპანია მარტში გამოვლინდება, რომელიც სავაჭრო სივრცის მოწყობას უზრუნველყოფს.
აღნიშნული სივრცე, მშენებლობის დასრულების შემდეგ  სამართავად  მუნიციპალიტეტს გადაეცემა, რომელიც მის მოვლას, შენახვას და პატრონობას განახორციელებს,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.
როგორც შეხვედრაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ადგილების განაწილებისას მნიშვნელოვანი როლი მუნიციპალიტეტს და მის წარმომადგენლობას მიენიჭება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები