TOPNEWS » მთავარი თემა » 852 დევნილი ოჯახი ქუთაისში ბინას მიიღებს

852 დევნილი ოჯახი ქუთაისში ბინას მიიღებს

852 დევნილი ოჯახი ქუთაისში ბინას მიიღებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში  ბინას  იძულებით გადაადგილებულ  852 ოჯახს გადასცემს.

საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად  მიიღო.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, სააგენტომ თითოეული ოჯახის  სოციალური მდგომარეობა, რომელთა ქულაც ბინების რაოდენობის გათვალისწინებით ექვემდებარებოდა მონიტორინგს, ადგილზე შეისწავლა.

შესწავლილი განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინა. ბინების განაწილების პროცესი ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა.

ამ ეტაპზე, სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში, ნიკეასა და შერვაშიძის ქუჩებზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ.

↪︎ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში ბინები გადაეცემათ იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/LdVZd

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა კვლავ რჩება მნიშვნელოვან პრიორიტეტად და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu