ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში საკადრო ცვლილებაა

ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში საკადრო ცვლილებაა

ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში საკადრო ცვლილებაა. სკოლის დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ სკოლა ავრცელებს.

"სიახლეებით დაიწყო ჩვენს სკოლაში ახალი წელი. ჩვენი კოლეგა, ქალბატონი ლიკა ჭოხონელიძე დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა და ვფიქრობთ, სრულიად დამსახურებულად. იგი ბევრი ღირსებით შემკული პიროვნებაა. გამორჩეული თავისი კომპეტენტურობით, პროფესიონალიზმით, კრეატიული ხედვით, თანამშრომლობითი უნარებით. ყოველთვის ფეხს უწყობს ინოვაციებს, უყვარს სკოლა და მუდმივად ზრუნავს მის განვითარებაზე. ერთი სიტყვით, სრულად პასუხობს განათლების სისტემის ახალ გამოწვევებს, სკოლის ინტერესებს. წარმატებას ვუსურვებთ ამ საპასუხისმგებლო საქმეში. 

ამასთან, დიდი მადლიერება გვინდა გამოვხატოთ ქალბატონი მარინა ლომთაძის მიმართ, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად, ერთგულად და რუდუნებით ემსახურა სკოლას. მისი როლი და წვლილი შეუფასებელია სკოლის ისტორიაში. კიდევ ერთხელ მადლობა მას მუხლჩაუხრელი შრომისთვის,"-აცხადებენ სკოლაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები