რეკლამა

რას გეგმავს ხელისუფლება რაჭის ტყეების შენარჩუნებისთვის?

რას გეგმავს ხელისუფლება რაჭის ტყეების შენარჩუნებისთვის?

17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ, სამოქალაქო საზოგადოების და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

ჩართული მხარეების მონაწილეობით დეტალურად იქნება განხილული რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების განვითარების მნიშვნელობის საკითხი.

საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით.

შეხვედრებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. 

17 აპრილი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია - 12:00 სთ; 
სოფელი ჭრებალო - 15:00 სთ

18 აპრილი
სოფელი ხვანჭკარა - 11:00 სთ; სოფელი სადმელი - 13:00 სთ; სოფელი ბუგეული - 15:00 სთ

19 აპრილი
სოფელი ლიხეთი - 11:00 სთ; სოფელი წესი - 14:00 სთ

20 აპრილი
სოფელი სხვავა - 11:00 სთ; სოფელი ზნაკვა - 14:00 სთ

21 აპრილი 
სოფელი იწა - 11:00 სთ; სოფელი ხადიკარი - 13:00 სთ


ტეგები:

Facebook - კომენტარები