რეკლამა

იოსებ ხახალეიშვილი: "აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძველი და სახელოვანი უმაღლესი განათლების კერაა!“ 

იოსებ ხახალეიშვილი: "აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძველი და სახელოვანი უმაღლესი განათლების კერაა!“ 

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 91 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტში რამდენიმე  ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, გაიხსნა საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ბიუსტი და ნიკო ნიკოლაძის სახელობის აუდიტორია.

უნივერსიტეტს დაბადების დღე მიულოცა  ქუთაისის მერმა  იოსებ ხახალეიშვილმა:

"ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 91 წელი შესრულდა. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ სახელოვან განათლების კერას დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. ამ ისტორიის ნაწილი ვართ ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ეს სასწავლებელი. 
მინდა უნივერსიტეტის მესვეურთ, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და სრულიად ქუთაისს მივულოცო ეს დღე. გვეამაყებით და მუდამ თქვენს გვერდით გვიგულეთ! “


ტეგები:

Facebook - კომენტარები