როგორ აღნიშნავენ ცაგერში “ლეჩხუმობა 2025”-ს?
28 სექტემბერს ქალაქ ცაგერში სახალხო დღესასწაული “ლეჩხუმობა-2025" გაიმართება
პროგრამა:
14:00 საათი - ქალაქ ცაგერში, ლადო ასათიანის სახელობის პარკში პოეტის ძეგლთან მუსიკალურ -ლიტერატურული კომპოზიცია;
15:00 საათი- მწვანე თეატრის მიმდებარე ტერიტორია: რაჭა - ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა და კულინარია;
16:00 საათი - მწვანე თეატრი, კონცერტი რეგიონის მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით;
17:30 საათი - მწვანე თეატრი-საპატიო ლეჩხუმელების დაჯილდოება;
18:00 საათი - გალა კონცერტი, ჯგუფი-“თეატრალური კვარტეტი".





