ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს ფეხბურთელები ბოსნიაში იმყოფებიან.
ვარჯიშამდე გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პრესკონფერენცია განმეორებითი მატჩის მნიშვნელობასა და მომზადების ეტაპს დაეთმო.
"კარგი გუნდი გვყავს, რასაკვირველია იქნება რთული თამაში. სარაევოს კარგი ნახევარდაცვა და შემტევი ხაზი ყავს, რომლებსაც ხიფათის შექმნა შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ შევისწავლეთ მეტოქე. ფეხბურთელებიც მხოლოდ თამაშზე არიან კონცენტრირებული და მეტოქე გუნდის ქომაგების შეძახილები ვერ იმოქმედებს მათ ბრძოლისუნარიანობაზე,"-განაცხადა "ტორპედო"-ს მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა.
"ჩვენ მოსაგებად ჩამოვედით! ყველას გვაქვს გააზრებული თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ამავდროულად რთული იქნება შეხვედრა, მაგრამ ჩვენ ამხელა გზა სხვა შედეგისთვის არ გამოგვივლია,"- ამბობს მერაბ გიგაური.