TOPNEWS » მთავარი თემა » ხონის სოფელში სამაცივრე მეურნეობა ეწყობა

ხონის სოფელში სამაცივრე მეურნეობა ეწყობა

ხონის სოფელში სამაცივრე მეურნეობა ეწყობა

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, სოფელ გოჩა- ჯიხაიშში  სამაცივრე მეურნეობის მოწყობის პროცესს  გაეცნო. 

კომპანია “აგრო ველი”, რომელიც ხონის  მუნიციპალიტეტში 32 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის პლანტაციას ფლობს,  ხილისა და ბოსტნეულის შემნახველ სამაცივრე მეურნეობას აწყობს.  აღნიშნული პუნქტი  რეგიონს, მიმდებარე მუნიციპალიტეტებს მოემსახურება და ერთდროულად 250 ტონა პროდუქტის შენახვას უზრუნველყოფს. 

როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი ფიცხალეიშვილი აცხადებს, სამაცივრე მეურნეობა დაახლოებით 10 დღეში შევა ექსპლუატაციაში და სრული დატვირთვით იმუშავებს.

კომპანია “აგრო ველი” სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების „დანერგე მომავალი“, „ტექნიკური დახმარების პროგრამა“ და პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარია.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu