TOPNEWS » მთავარი თემა » შორაპანში ისტორიული რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის შენობების რეაბილიტაცია იგეგმება

შორაპანში ისტორიული რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის შენობების რეაბილიტაცია იგეგმება

შორაპანში ისტორიული რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის შენობების რეაბილიტაცია იგეგმება

შორაპანში ისტორიული რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ქარხნის შენობების რეაბილიტაცია იგეგმება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შორაპანში, ისტორიული რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და სარეკრეაციო სივრცის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

პროექტის მიზანია ტერიტორიის კომპლექსური განვითარება, შორაპნის ისტორიული და ინდუსტრიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და არსებული სივრცის თანამედროვე საზოგადოებრივ ფუნქციებთან ადაპტირება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შენობების თავდაპირველი იერსახის აღდგენასა და ისტორიული ღირებულების შენარჩუნებას.

პროექტის ფარგლებში ყოფილი დეპოს შენობის საექსპოზიციო და შემეცნებით სივრცედ მოწყობა განიხილება. სივრცე რეგიონის ინდუსტრიულ და სარკინიგზო ისტორიას წარმოაჩენს და ვიზიტორებს მისი ისტორიის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

პროექტის განხორციელება მიზნად ისახავს შორაპნის ისტორიული გარემოს შენარჩუნებასა და ტერიტორიის საზოგადოებრივი დანიშნულებით განვითარებას. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu