რეკლამა

ჭიათურის მერია სპეციალურ ჯგუფს შექმნის, რომელიც ჭიათურაში ლიფტების მუშაობას პერიოდულ მონიტორინგს გაუწევს

ჭიათურის მერია სპეციალურ ჯგუფს შექმნის, რომელიც ჭიათურაში ლიფტების მუშაობას პერიოდულ მონიტორინგს გაუწევს


ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში  სპეციალური ჯგუფი
შეიქმნება, რომელიც ჭიათურაში ლიფტების მუშაობას პერიოდულ მონიტორინგს გაუწევს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო topnews.ge-ს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის ამთვლელი მექანიზმი მწყობრიდან გამოვიდა.

"20 აგვისტოს ჭიათურაში, ნიკოპოლის ქუჩა N2-ის კორპუსში ლიფტის ამთვლელი მექანიზმი მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც  სართულებს შორის არ გაჩერდა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.

 ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღალსართულიანი კორპუსების მცხოვრებლებს 64 ლიფტი ემსახურება.
ლიფტები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს. მოსახლეობას ხელშეკრულება აქვს დადებული სპეციალისტებთან, რომლებიც აკონტროლებენ ლიფტების მუშაობას.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში  სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ჭიათურაში ლიფტების მუშაობას პერიოდულ მონიტორინგს გაუწევს,"-აცხადებენ მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები