TOPNEWS » მთავარი თემა » რას ირჩევენ რაჭის სოფლებში მაცხოვრებლები?

რას ირჩევენ რაჭის სოფლებში მაცხოვრებლები?

რას ირჩევენ რაჭის სოფლებში მაცხოვრებლები?

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.

ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:

ხიდეშლები - სასაფლაოს შემოღობვა/კეთილმოწყობა, გარე-განათების წერტილების დამატება,წყლის სათავე-ნაგებობის რეაბილიტაცია;

მაჟიეთი - სკვერის კეთილმოწყობა;

საკაო - სასაფლაოს შემოღობვა, ხიდის რეაბილიტაცია;

ბორცო - სკვერის კეთილმოწყობა, გზის რეაბილიტაცია;

ლაგვანთა - სველი წერტილების კეთილმოწყობა;

გომი - სტადიონის მოწყობა(დასრულება);

ჯინჭვისი - წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

ღარი - სპორტული მოედნების კეთილმოწყობა(დასრულება), სანიაღვრე არხის მოწყობა, საუბნო გზების რეაბილიტაცია;

წმენდაური - სკვერის მოწყობა.

ყველა დასახელებულ პროექტს ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.

აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu