სტიქია ხარაგაულში-სოფელი გედსამანია სტიქიამ გაანადგურა

სტიქია ხარაგაულში-სოფელი გედსამანია სტიქიამ გაანადგურა

სტიქია ხარაგაულში. 

"ღამით სოფელ გედსამანიაში წამოვიდა ძლიერი წვიმა, მდინარე უხადურამ დააზიანა ხიდბოგირები, საავტომობილო გზები, მთლიანად გზას 2 ადგილას გამოცლილი აქვს მიწა. 


ჩადუნლების  უბანში გზა საერთოდ წაიღო მდინარემ. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ფეხით. გზა დაფარულია  ლოდებით და დიდი რაოდენობით ქვა ღორღით.

ქუჩიდან ავტომანაქნები წაიღო წყალმა და მდინარის  კალაპოტში გადააგდო. სავარგულები დაზიანებულია. დატბორილია ეზოები. 

სოფლის ცენტრამდე შესაძლებელია  მისვლა და ცენტრის იქით გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ფეხით, რადგან  მდინარემ შეიცვალა კალაპოტი და გზაზე მოედინება,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები