რეკლამა

რას უკავშირდება "ვიზეარის" მიერ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების გაუქმება?

რას უკავშირდება "ვიზეარის" მიერ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების გაუქმება?

ავიაკომპანია WizzAir-ში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების გადადება და გაუქმება თვითმფრინავების ძრავების შემოწმების პროცესს უკავშირდება.

როგორც „საქმის კურსთან“ ინტერვიუში კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა განაცხადა, WizzAir დროებით შეჩერებული ფრენების აღსადგენად აქტიურად მუშაობს. თუმცა ჟაჟა ტრუბეკის თქმით, ამ მიმართულებით კონკრეტული თარიღის დასახელება, ჯერჯერობით, შეუძლებელია.

„შემიძლია დავადასტურო, რომ ვიზეარის ფრენების გადადება-გაუქმებასთან დაკავშირებული ვითარება კომპანია Pratt & Whitney-ის ძრავების შემოწმების პროცესს უკავშირდება, რაც სამწუხაროდ, ჩვენი კონტროლის მიღმაა. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მოგვიწია რიგი ავიამიმართულებები ჩვენი ქსელის მასშტაბით დროებით შეგვეჩერებინა. ამ ვითარებამ გამოიწვია საქართველოში, ქუთაისის ბაზიდან მარშრუტების დროებით შეჩერებაც. ასე რომ მსგავსი ვითარება მხოლოდ საქართველოში არაა და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენ ძალებშია, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ავიამარშრუტები“, - განაცხადა ჟაჟა ტრუბეკიმ.

ამასთან, WizzAir-ის წარმომადგენელი განმარტავს, რომ კომპანია ცდილობს, მგზავრები გადადებულ და გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით დროულად გააფრთხილოს და მათ სხვადასხვა ალტერნატივები შესთავაზოს.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მომხმარებლების სამგზავრო გეგმებში შეფერხებები შევამციროთ. თუკი ვხედავთ, რომ შესაძლოა, მომავალში მოგვიწიოს რიგი მარშრუტების გაუქმება და დროებით შეჩერება, ჩვენ მგზავრებს ვუკავშირდებით და ვცდილობთ, სხვადასხვა ვარიანტები შევთავაზოთ. მათ შორისაა თარიღების შეცვლა, თანხის დაბრუნება, ანდაც კრედიტების ასახვა ჩვენს ანგარიშზე. ძალიან ვწუხვართ, თუკი ჩვენს მგზავრებს საკუთარ გეგმებში ცვლილებების შეტანა უწევთ. ამიტომ ვცდილობთ, რამდენადაც შესაძლებელია, დროულად შევატყობინოთ მომხმარებლებს ფრენების განრიგში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ არ ველოდით, რომ მოგვიწევდა რიგი მიმართულებებით ფრენების დროებით შეჩერება, სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ფრენების ნაწილი ჩვენს განრიგში იყო და გვეგონა, რომ მათ შესრულებას შევძლებდით, თუმცა ახლა ის რეალობა გვაქვს, რაც გვაქვს. ამ დროისთვის საკმაოდ რთულია პროგნოზი, როდის შევძლებთ მიმართულებების აღდგენას და როდის შეძლებენ ქართველი მოგზაურები ძველი განრიგით სარგებლობას, თუმცა ნამდვილად შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა WizzAir-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები