რეკლამა

ხონში იმ ადამინებს ეძებენ, რომლებიც ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა

ხონში იმ ადამინებს ეძებენ, რომლებიც ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა

ხონში ცოფის შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. 

"24 აპრილს, მეორე საჯარო სკოლის წინ და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა თეთრი ფერის მიუსაფარი  ძაღლი, რომელმაც დააზარალა მოქალაქეები. სამსახურები მუშაობენ და იდენტიფიცირებულია მათგან რამდენიმე პირი. მოქალაქეებმა დაიწყეს ვაქცინაცია.

თუმცა, ჩვენი ვარაუდით,  რჩებიან ადამიანები, რომლებიც კონტაქტში იყვნენ დაავადებულ ცხოველთან და საჭიროებენ დახმარებას, ინფორმაციის მიწოდებას, ვაქცინაციას.

გთხოვთ, გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია ბოლო დღეებში ქალაქის ტერიტორიაზე ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის/დაზარალების ფაქტის შესახებ დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:

595 33 25 44 - მერიის ცხელი ხაზი;

577 96 18 96 - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი;

ა(ა)იპ კომუნალური სერვის ცენტრის, ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სააგენტოს ხონის სპეციალისტებისა  და მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ უკვე ტარდება სათანადო ღონისძიებები - დაწყებულია კონტაქტში მყოფ ცხოველთა იდენტიფიცირება, ვაქცინაცია, ტერიტორიის დამუშავება და სხვა საკარანტინე ღონისძიებები,"-აცხადებენ ხონის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები