TOPNEWS » მთავარი თემა » კაცხში ქალ სპორტსმენთა შეკრება გაიმართა

კაცხში ქალ სპორტსმენთა შეკრება გაიმართა

კაცხში ქალ სპორტსმენთა შეკრება გაიმართა

28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, კაცხში ქალ სპორტსმენთა შეკრება გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა კლდეზე ცოცვისა და მუშაობის ტექნიკების გაუმჯობესებას, სპორტსმენთა ფორმის შენარჩუნებას.

შეკრებაში მონაწილეობდნენ მარიამ გელაშვილი, ქეთევან ფალიანი, მაია წიწილაშვილი, ნესტან მაჭავარიანი, სოფიო კუსიანი და ანანო ფილფანი. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მარიამ გელაშვილი. 

მონაწილეებმა გაიუმჯობესეს სპორტული ცოცვის დონე და ტექნიკები, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები, გაიცნეს ერთმანეთი კლდეზე მუშაობის პროცესში, რაც მოიაზრებდა დაცვაზე მდგომისა და მცოცავთა ურთიერთობებს ვარჯიშის დროს. 

გამომდინარე ცოცვის აქტიური სეზონისა, ბანაკში იმყოფებოდნენ სხვა სპორტსმენებიც, რამაც უფრო სასიამოვნო და საინტერესო გახადა ვარჯიშის პროცესი.

აღნიშნული ტიპის ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია მომავალი ალპინისტური გასვლების განხორციელებისთვის.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu