რეკლამა

ცაგერში "მაქსიმობა" აღნიშნეს

ცაგერში "მაქსიმობა" აღნიშნეს

 ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა.

საზეიმო წირვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა სასულიერო პირებთან ერთად. 

წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა და მრევლმა მურის კლდეკარში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში გადაინაცვლეს, სადაც წმინდანის წმინდა ნაწილები განისვენებს. აღევლინა პარაკლისი.

სადღესასწაულო ღონისძიებას  მრევლთან ერთად ესწრებოდნენ  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი,  ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ხიმშიაშვილი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები-რეზო ხეცურიანი, გიორგი გუგავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 

"თუ გონების დანიშნულება შემეცნების განათლებაა, ხოლო ეს ნათელი კი ღვთის სიყვარულით იბადება, მაშინ კარგად უთქვამთ, რომ არაფერია ღვთიურ სიყვარულზე დიადი,"-წმინდა მაქსიმე აღმსარებელი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები