TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში ელისო ქაროსანიძის პოეზიის საღამო გაიმართა
ქუთაისში ელისო ქაროსანიძის პოეზიის საღამო გაიმართა
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ანა კალანდაძისა და მარიკა ბარათაშვილის პრემიის ლაურეატის, ელისო ქაროსანიძის პოეზიის საღამო გაიმართა.
პოეზიის საღამოს დაწყებამდე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მუზეუმში დაცული სალონური ცხოვრების ამსახველი ექსპონატები.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა გაერთიანებასთან არსებული ქალთა სიმებიანი კვარტეტი, როიალთან - ნონა კვარაცხელია. ვიზუალური გრაფიკა შექმნა მიშა თურქაძემ.
ღონისძიება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმისა და ა(ა)იპ “ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.





