ერთიანი ეროვნული გამოცდები შეფერხებების გარეშე დაიწყო ქუთაისში გახსნილ სამივე საგამოცდო ცენტრში. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტების მხრიდან დაგვიანების და გამოცდიდან მოხსნის ფაქტები.
"2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო! პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-ზე მეტი.
საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის ერთი დაგვიანების შემთხვევა. ამიტომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას - ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას,"-აცხადებენ ცენტრში.