რეკლამა

ნიჭის და ცოდნის ზეიმი ქუთაისში- ქალაქმა ინფორმატიკაში ევროპის მე-7 ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლა

ნიჭის და ცოდნის ზეიმი ქუთაისში-  ქალაქმა ინფორმატიკაში ევროპის მე-7 ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქალაქმა ინფორმატიკაში ევროპის მე-7 ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლა. 2023 წლის ოლიმპიადაში მსოფლიოს 24 ქვეყნის 25 გუნდი, ჯამში კი 100-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, 2 გუნდით იყო წარმოდგენილი. გუნდები და მათი ლიდერები ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ცხოვრობდნენ. რამდენიმედღიან კონკურსში ახალგაზრდები სხვადასხვა სირთულის ამოცანებზე მუშაობდნენ.  გამარჯვებულები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებითა და საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ. 

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI) ერთ-ერთი პრესტიჟული და წარმატებული ტურნირია, რომელიც 7 წლის წინ დაფუძნდა და წლების განმავლობაში არაერთი ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა გამოავლინა. სხვადასხვა დროს EJOI-ის ოლიმპიადაში ქართველმა ახალგაზრდებმაც მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. EJOI-ის პირველი ოქროს მედლის მფლობელი და აბსოლუტური ჩემპიონი სწორედ ქართველი - ნიკოლოზ ბირკაძეა.
EJOI ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება.  16 წლამდე ნიჭიერ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, ერთმანეთს შეეჯიბრონ, თავიანთი შესაძლებლობები გამოცადონ საინტერესო და რთული ამოცანების ამოხსნის გზით და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღონ. 

ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებას 
განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ესწრებოდა. მინისტრმა ხაზი მსგავსი მაღალი დონის ოლიმპიადების სააქართველოში ჩატარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და ქართველი ახალგაზრდების შესაძლებლობების ზრდას გაუსვა ხაზი.

პირველი ოლიმპიადა 2017 წელს, სოფიაში ჩატარდა. ოლიმპიადის მიზანია ხელი შეუწყოს STEM მიმართულების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით გამოავლინოს წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები.


ტეგები:

Facebook - კომენტარები